ფონდი „ქართული გალობის“ გამოცემეთა სერია – ქართული სიმღერის მოამაგე – ფონდის მიერ დაჯილდოებულ ცნობილ ლოტბარებსა და მომღერალ-მგალობლებს ეძღვნება. წინამდებარე წიგნი სერიის მეექვსე გამოცემაა და ის ქართული კულტურის უთვალსაჩინოესი მსახურის, ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას აცნობს მკითხველს.
2013 წელს ფონდმა ჯემალ ჭკუასელი დააჯილდოვა ნომინაციაში ღვაწლმოსილი ლოტბარი.
მონოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ასახავს ლოტბარ ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეიცავს მრავალფეროვან ტექსტობრივ და ვიზუალურ მასალას.
მიძღვნით წერილებსა და ფოტოდოკუმენტებში იკვეთება შთამბეჭდავი პორტრეტი არაორდინარული ხელოვანისა, ღირსეულად რომ აგრძელებს წინამორბედთა შემოქმედებით გზას და ხელს უწყობს ახალი თაობების პროფესიულ დაოსტატებას.
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი ერის შემოქმედებითი შთაგონების უშრეტი წყაროა. სწორუპოვარ გუნდად „ერისიონის“ ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ქორეოგრაფ რეზო ჭოხონელიძისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ნიჭიერებამ, პრინციპულობამ და მაქსიმალურმა მომთხოვნელობამ.
დიდი ხელოვანის პიროვნული ხიბლის საიდუმლო განუმეორებელ გურულ იუმორშიც იმალება, იუმორში, რის გარეშეც ერთობ მრუმე და აუტანელი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება.
რედაქტორი ამირან არაბული
დიზაინერი თამუნა დევდარიანი
ფოტომასალა დაამუშავა გიორგი მექვაბიშვილი, ამირან არაბული
კომპიუტერული მომსახურება ნათია მახარაძე, გიორგი დობორჯგინიძე
პროექტის კოორდინატორი ნინო რაზმაძე
© ფონდი „ქართული გალობა“
© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.
Discussion about this post