ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია

2016 წლიდან, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს გადაეცემა.

სტიპენდიანტებს ბოლო სასწავლო სემესტრის აკადემიური მოსწრებისა და სამეცნიერო აქტივობების მიხედვით, კონკურსის წესით, უმაღლესი სასწავლებლების ადგილობრივი კომპეტენტური ჟიურით დაკომპლექტებული კომისია ავლენს.