ისტორია

2013 წელს ფონდის დამფუძნებელთა ინიციატივით დაარსდა ფონდის ყოველწლიური დაჯილდოვება-კონცერტი, რომლის მიზანი გახლდათ ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერა.

2013-2017 წლებში ფონ „ქართული გალობის“ მიერ ქართული ტრადიციული კულტურის – ხალხური სიმღერის, გალობის, ხალხური ცეკვის, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ სფეროში მოღვაწე 40-ზე მეტი ხელოვანი და ანსამბლი დაჯილდოვდა.

გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში ფონდის სპეციალური ჯილდო – ქვის ქანდაკება, სიგელი და ფულადი პრემია გადაეცათ.