გამოცემები

საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის მიმართულებით საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობაა. ფონდს აქვს ერთობლივი გამოცემები როგორც სხვადასხვა ინსტიტუციებთან, ისე ცალკეულ მეცნიერებთან თანამშრომლობით, აგრეთვე – გამოცემათა საკუთარი სერია.

როგორც წესი, ფონდის დაფინანსებით/თანადაფინანსებით განხორციელებული გამოცემები არაკომერციულია და ხელმისაწვდომია უფასოდ ნებისმიერი მსურველისათვის მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.