ჩვენი ისტორია

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.

ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობით და მრავალფეროვანი პროექტებით არის გამორჩეული; ვინაიდან, ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით 2016 წელს დაარსებული არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის საპრიზო ფონდით –  10 000 ლარი. პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ.