სტიპენდიები

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ დაარსების დღიდან გალობის უნივერსიტეტის მთავარი დონორია. ფონდი  აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის, როგორც კვლევითი კომპონენტის, ასევე, ინფრასტრუქტურის განახლება-გაძლიერების საქმეში.

2013 წლიდან უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ფონდს სპეციალური სტიპენდიები აქვს დაწესებული.  ფონდი ასევე გასცემს სტიპენდიას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.