2021

2021 წლის 10 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ანსამბლი „ბასიანი“ დააჯილდოვა ფონდის სპეციალური ჯილდოთი და წოდებით „საუკუნის ანსამბლი“.
ასევე, გადასცა სიგელი და ფულადი ჯილდო 20 000 ლარის ოდენობით.