ფონდი „ქართული გალობა“
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული
ფონდი „ქართული გალობა“
No Result
View All Result

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ პირველი წელი წარმატებით დასრულდა

ივნისი 28, 2023

თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა –   დაარსდა „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც გამოჩენილ ქართველ მუსიკოსებს, დავით და ლექსო თორაძეების ხსოვნასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება. ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ფონდ “ქართული გალობის” გენერალური დირექტორი – ნანა გოთუა, “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი – ნათია ჩხარტიშვილი, “თორაძის ფონდი” და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

ფესტივალი მიზნად ისახავს მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციას. ასევე, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენასა და მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში შეძენილი ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ფესტივალი 30 მაისს, სიმბოლურად ალექსანდრე (ლექსო) თორაძის დაბადების დღეს დაიწყო და 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლებოდა როგორც კლასიკური, ისე ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოები, რომელშიც მონაწილეობდნენ  საერთაშორისო დონის შემსრულებლები, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაზე ალექსანდრე (ლექსო) თორაძის სიყვარულით გაერთიანდნენ.

ფესტივალის პირველი დღე საზეიმოდ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა.  მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრი  ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით და პიანისტი ვლადიმერ ფელცმანი. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა, მუსიკალური შედევრები მოესმინათ ედიშერ სავიცკის, სერგეი ბაბაიანის, კრისტიან ბლექშოუს, მაქსიმ ვენგეროვის,  თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ „ბასიანის”, ნატო მეტონიძის, ნინო ქათამაძისა და სხვათა შესრულებით.

ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილს აგრეთვე წარმოადგენდა ლექცია-მასტერკლასები,  რომელზე დასწრების შესაძლებლობაც ყველა მსურველს ჰქონდა.

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი  თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარით სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა. ესენია: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კახიძის მუსიკალური ცენტრი, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ფესტივალი 7 ივნისს კახიძის მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზულად დაიხურა. საღამოზე გამოვლინდა ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მასტერკლასების წარმატებული მონაწილეები, რომლებსაც  “თორაძის ფონდის” სტიპენდიები გადაეცა.

 


ShareTweetPin

Related Posts

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი
მიმდინარე

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025
დასრულებული

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025
დასრულებული

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია
დასრულებული

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია

Discussion about this post

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024

აჭარული ხალხური სიმღერები

აჭარული ხალხური სიმღერები

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2023

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2023

სტუდენტური ექსპედიციების მხარდაჭერის კონკურსი

სტუდენტური ექსპედიციების მხარდაჭერის კონკურსი

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია

მეხუთე საიუბილეო დაჯილდოება-კონცერტი

მეხუთე საიუბილეო დაჯილდოება-კონცერტი

CONTACT US

test@mail.com

(+995) 555 111 222

DEVELOPED BY N

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული

© 2019 Chanting.ge