ფონდი „ქართული გალობა“
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული
ფონდი „ქართული გალობა“
No Result
View All Result

ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა

ოქტომბერი 3, 2022

რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გახლდათ.

საღამოზე ტრისტან სიხარულიძეს ბიზნესმენმა და მეცენატმა, – „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და „ფონდ ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცა, გურული ტრადიციული სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის. ჯილდო 2019 წელს დაფუძნდა „ფონდ ქართული გალობის“ თანადამფუძნებლის – ქალბატონი ნანა გოთუას მიერ ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად.

2019 წლიდან დღემდე ჯილდო გადაეცათ არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე) და არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე), გიორგი კეკელიძეს, მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკს, ანზორ ერქომაიშვილს, ჯემალ ჭკუასელს, ნათია დათუაშვილის.

წელს ფონდი გამოსაცემად ამზადებს ტრისტან და გური სიხარულიძეების სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილ უნიკალურ ჩანაწერებს. მათ შორის იქნება ეპოქის ხმების – ანზორ ერქომაიშვილის, ტრიო „შალვა ჩემოს“, პოლიკარპე ხუბულავას და ანსამბლ„ბასიანის“ ჩანაწერები, რომელიც ფონდმა 2013 წელს გამოსცა. ამავე წელს, ფონდმა ბატონი ტრისტანი ქართული სიმღერის მოამაგის წოდებით დააჯილდოვა.

 


ShareTweetPin

Related Posts

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი
მიმდინარე

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025
დასრულებული

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025
დასრულებული

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია
დასრულებული

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია

Discussion about this post

ლექციები ლიტურგიკაში

ლექციები ლიტურგიკაში

რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გური და ტრისტან სიხარულიძეები

გური და ტრისტან სიხარულიძეები

იოანე პეტრიწი და ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური აზროვნება

იოანე პეტრიწი და ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური აზროვნება

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025

სვანური ხალხური სიმღერები

სვანური ხალხური სიმღერები

CONTACT US

test@mail.com

(+995) 555 111 222

DEVELOPED BY N

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული

© 2019 Chanting.ge