ფონდი „ქართული გალობა“
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული
ფონდი „ქართული გალობა“
No Result
View All Result

იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“

თებერვალი 6, 2023

31 იანვარს საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობასა“ და კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის ინტელექტუალური შემოქმედების მემკვიდრე – ეკატერინე კეჭაყმაძეს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მოხდება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის სრული საკომპოზიტორო შემოქმედების გამოსაცემად მომზადება და დაბეჭდვა. გამოცემათა სერია მოიცავს კომპოზიტორის როგორც უცნობ, ისე ფართო საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობ ნიმუშებს. სერია ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკებისთვის, მუსიკალური სასწავლებლებისთვის, დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

ამ პროექტით ფონდი „ქართული გალობის“ არსებობის ათწლიან ისტორიაში ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, რომელიც ტრადიციულთან ერთად, უკვე ქართული პროფესიული მუსიკის სფეროს მოიცავს.

ღონისძიებაზე ფონდ „ქართული გალობის“ გენერალურმა დირექტორმა, ნანა გოთუამ აღნიშნა: “სიმბოლურია, რომ ქართულ პროფესიულ მუსიკასთან დაკავშირებული ფონდის პირველი პროექტი ჩვენი თანამედროვეობის საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებას ეძღვნება. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი იოსები ცნობილი გურული მომღერალ-მგალობლების ივლიანე და ქრისტეფორე კეჭაყმაძეების ერთსაუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციის გამგრძელებელი გახლდათ. მისი შემოქმედება ქართული საგუნდო ხელოვნების სრულიად ახალ მწვერვალებს ფარავს და საერთაშორისო მნიშვნელობას ძენს. მადლიერი ვართ ეკატერინე კეჭაყმაძის, რომ ამ ისტორიულ გამოცემაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცა.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ: კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე, გუნდის დირიჟორი ლია ჭონიშვილი, მუსიკისმცოდნეები: მანანა ახმეტელი, ლალი სეთურიძე, მარიკა ნადარეიშვილი, თამარ ჩხეიძე. კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულა ანსამბლმა “ბასიანი”.


ShareTweetPin

Related Posts

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი
მიმდინარე

ცხადდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსი

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025
დასრულებული

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2025

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025
დასრულებული

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია
დასრულებული

გორდელაძეების მომღერალი ოჯახი • აუდიოალბომის პრეზენტაცია

Discussion about this post

როსტომ გოგოლაძე

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი 2021

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი 2021

არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე ტური

არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე ტური

ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა

ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ პირველი წელი წარმატებით დასრულდა

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ პირველი წელი წარმატებით დასრულდა

ეთნომუსიკოლოგიური ძიებანი  –  სტატიები, მოგონებები

ეთნომუსიკოლოგიური ძიებანი – სტატიები, მოგონებები

CONTACT US

test@mail.com

(+995) 555 111 222

DEVELOPED BY N

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული

© 2019 Chanting.ge