წარმომადგენლები

ნიკოლოზ ნებიერიძე
ნიკოლოზ ნებიერიძე

✔ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით 2014 წლიდან  გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ნებიერიძე ფონდის მუდმივი წარმომადგენელია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში.

ამ წლებში მისი ხელმძღვანელობით ეპარქიაში ჩამოყალიბდა გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებიც მსახურებაზე გალობენ. ნებიერიძე ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ხალხურს სიმღერას ასწავლის ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების ბავშვებს.

გიორგი აბესაძე

✔ 2017 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულებაში (ქალაქი რუსთავი) მსჯავრებულებს ქართულ საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერას ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – გიორგი აბესაძე ასწავლის. მეტად მისასალმებელი ფაქტია, რომ ტრადიციული მუსიკის შესწავლის ინიციატივა მსჯავრდებულებს ეკუთვნით. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით დეკანოზ შიო მენაბდესა და საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს.