2018

2018 წლის 25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება ჩატარდა
50 წლის შემდგომ, ინეგოლში (თურქეთი), ამერიკელი ანთროპოლოგი, პიტერ გოლდი დაბრუნდა. იგი დაესწრო ჩვენი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ წარდგენას, სადაც სოფელ ჰაირიესა და ინეგოლში ახლადშექმნილი ანსამბლის, „რირაშის“ მიერ ამა წლის აგვისტოში კონსერვატორიისა და ფონდის დახმარებით გაცოცხლებული ადგილობრივი ტრადიციული აჭარული სიმღერები და დასაკრავები შესრულდა.
ღონისძიების მთავარი მიზანი ინეგოლში ადგილობრივი ტრადიციული აჭარული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზება და ქართველებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ღონისძიებაზე ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა და მეცენატმა, ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა ფონდის სპეციალური ქვის პრიზით, სიგელითა და 1000$-ის ოდენობის ფულადი პრემიით ინეგოლის ქართველების ქალთა მუსიკალური ფოლკლორის დაცვასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა ვესილე სააბაშ ხინკილაძე ნომინაციაში „ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე“. იგი პიტერ გოლდის ჩანაწერებში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, და ამავდროულად, მისი ექსპედიციის ბოლო ცოცხალი მონაწილე.