ფონდი „ქართული გალობა“
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • English
  • ქართული
ფონდი „ქართული გალობა“
No Result
View All Result

ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე

ივნისი 12, 2020

2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

1968 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგმა პიტერ გოლდმა მე-19 ს.-ში ინეგოლში (თურქეთი) გადასახლებული ქართველებისაგან ჩაიწერა მათი ტრადიციული მუსიკა. მასალის ნაწილი 1972 წელს გამოსცა ამერიკაში, ინდიანას უნივერსიტეტის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქივის სახელით. მან, აგრეთვე, შემოგვინახა თურქეთელი ქართველის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის 1965-66 წლის ჩანაწერები, ვინც ექსპედიციაში მას მეგზურობას უწევდა.

ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს, ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგ, მიეცათ საშუალება გაევლოთ პიტერ გოლდის ნაკვალევზე, მოეძიებინათ ახალი მასალა და თანდართულ დისკზე წარმოდგენილი ძველი და ახალი ჩანაწერებით ეჩვენებინათ ინეგოლის ქართველების ტრადიციული მუსიკის წარსული და თანამედროვე მუსიკალური ყოფა.

25 ნოემბერს ინეგოლში ტმკსც-სა და ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მიერ დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი, რომელშიც ქედის ანსამბლი „ელესა“ (აჭარა) ადგილობრივ მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად შეასრულებს 1968 წელს სოფელ ჰაირიეში ჩაწერილ სიმღერებს. პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ფონდ „ქართული გალობის“, ჰაირიეს საზოგადოების, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და თავად პიტერ გოლდი დაესწრებიან.

წიგნზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე (შემდგენელი), ბაია ჟუჟუნაძე, თეონა ლომსაძე, მარიკა კაპანაძე.

რედაქტორები: რუსუდან წურწუმია, აბდულა აკატი, სუზან ციგლერი.

გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.

აუდიომასალა იხილეთ აქ.

Share27TweetPin

Related Posts

მიხეილ მცურავიშვილი
სიახლეები

მიხეილ მცურავიშვილი

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024
დასრულებული

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი
დასრულებული

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2024
დასრულებული

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2024

Discussion about this post

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი 2021

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი 2021

როსტომ გოგოლაძე

ლექციები ლიტურგიკაში

ლექციები ლიტურგიკაში

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი 2021

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები

გრიმო და ქართული სიმღერა

გრიმო და ქართული სიმღერა

„ბატონები – ტრადიცია, წეს-ჩვეულება, მუსიკა“ – ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი „ნანინა-2024“

„ბატონები – ტრადიცია, წეს-ჩვეულება, მუსიკა“ – ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი „ნანინა-2024“

CONTACT US

test@mail.com

(+995) 555 111 222

DEVELOPED BY N

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • English
  • ქართული

© 2019 Chanting.ge