ფონდი „ქართული გალობა“
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული
ფონდი „ქართული გალობა“
No Result
View All Result

რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

25 მაისი 2022 წელი

ივნისი 10, 2022

2022 წლის 25 მაისს გაფორმდა მემორანდუმი რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის!

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ინსტიტუტი საუნივერსიტეტო დონისაა და ორივე ავრცელებს ფუნდამენტურ და ზოგად მუსიკალურ სწავლებას სასულიერო მუსიკის სპეციალიზირებულ მიმართულებაზე, სასწავლებლები ითანამშრომლებენ სპეციალიზებული სასწავლო კურსების ორგანიზებაში: სემინარები, კონცერტები, მასტერკლასები, კონფერენციები, სწავლებები.

განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ასევე დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომელიც თითოეულ ინსტიტუტს გააჩნია.

მემორანდუმის გაფორმებას რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში დაესწრნენ: რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის რექტორი – მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო; წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი; ბიზნესმენი და მეცენატი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბატონი ივანე ჩხარტიშვილი; გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა გოთუა; გალობის უნივერსიტეტის დეკანი – თამარ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი – გიორგი დონაძე და ანსამბლ „ბასიანის“წევრები.

მემორანდუმის გაფორმებამდე სიტყვით წარდგნენ: მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, საქართველოს განათლების მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა გოთუა.

გალობის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია კი სასწავლებლის დეკანმა, ქალბატონ თამარ ჩხეიძემ წარმოადგინა.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის კაპელაში, საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.

ამ დღით დაიწყო ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ორივე უნივერსიტეტის ისტორიაში, რაც დიდ წვლილს შეიტანს სასწავლებლების განვითარებაში!

რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გალობის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში.


ShareTweetPin

Related Posts

მიხეილ მცურავიშვილი
სიახლეები

მიხეილ მცურავიშვილი

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024
დასრულებული

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2024

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი
დასრულებული

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსი

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2024
დასრულებული

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2024

Discussion about this post

ნოდარ დუმბაძის წიგნების საიუბილეო გამოცემები

ნოდარ დუმბაძის წიგნების საიუბილეო გამოცემები

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე 

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე 

რობერტ გოგოლაშვილი

რობერტ გოგოლაშვილი

გრიმო და ქართული სიმღერა

გრიმო და ქართული სიმღერა

ამერიკელი სტუდენტები გალობის უნივერსიტეტში

ამერიკელი სტუდენტები გალობის უნივერსიტეტში

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2023

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია 2023

CONTACT US

test@mail.com

(+995) 555 111 222

DEVELOPED BY N

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ისტორია
    • გუნდი
    • წარმომადგენლები
  • პროექტები
    • მიმდინარე
    • დასრულებული
  • დაჯილდოება
    • ისტორია
    • 2013
    • 2014
    • 2015
    • 2016
    • 2017
    • 2018
    • 2019
    • 2021
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ნოტები
    • CD/DVD
  • სტიპენდიები
    • ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობითი სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია
    • გალობის უნივერსიტეტში ფონდის სახელობითი სტიპენდია
  • ქართული

© 2019 Chanting.ge