ჩვენ შესახებ

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.  ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობით და მრავალფეროვანი პროექტებით არის გამორჩეული; ვინაიდან, ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართლების პოპულარიზაციაა, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით 2016 წელს დაარსებული არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის საპრიზო ფონდით – 10 000 ლარი; პრემია გაიცემა ყოველწლიურად, შემდეგი მონაცვლეობით: ერთ წელიწადს – გალობის სფეროში საუკეთესო სამეცნიერო კვლევების, ხოლო მეორე წელიწადს – ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საუკეთესო საეკლესიო გუნდის გამოსავლენად.